22:18 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
Georgian Airways-ს საპროტესტო აქცია

Georgian Airways-ი თბილისის აეროპორტთან საპროტესტო აქციას მართავს

© Sputnik / STRINGER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
105 0 0

საქართველოს ეროვნული ავიაგადამზიდავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანიას კაბალური პირობების შექმნაში ადანაშაულებს

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თურქული კომპანია TAV Urban Georgia-ს წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. თურქული კომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.

აქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის წინ მიმდინარეობს.

საქართველოს ეროვნული ავიაგადამზიდავის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ისეთი გადასახადები, როგორიც TAV Urban Georgia-ს აქვს დაწესებული, არ არსებობს ევროპის თითქმის არც ერთ აეროპორტში. Georgian Airways-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ TAV Urban Georgia-ს მმართველობის პირობებში შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება.

„ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს საკუთარ ქვეყანაში არავინ შეგვიშალოს ხელი საქმის კეთებაში. დღეს იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ამის გამო პროტესტი გამოვხატოთ... სტუმარმა უნდა იცოდეს, რომ სტუმარია, ხოლო მასპინძელმა უნდა იცოდეს, რომ მასპინძელია. დღეს ეს გრძნობა დაკარგულია და ისინი მუქარის ენით გველაპარაკებიან: თქვენ ვერ შეძლებთ ფრენას, გაგაჩერებთ, ამას გავაკეთებთ", - განაცხადა Georgian Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილმა.

Председатель совета директоров Georgian Airways Тамаз Гаиашвили
© Sputnik / STRINGER
Georgian Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი

მისი თქმით, TAV Urban Georgia-ს ყველაფერიგასდის.

„ტაქსი ექსკლუზიურად მათ ეკუთვნის... ჩამოსული მგზავრები თვითონ ათრევენ ჩემოდნებს მანქანამდე. დამხვედრებს მათი გასასვლელში შეხვედრის უფლება არა აქვთ... მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, ამას ყურადღება მიაქციოს", - აღნიშნა გაიაშვილმა.

თურქულმა კომპანიამ, თავის მხრივ, Georgian Airways-ს დეზინფორმაციასა და კომპანიის დისკრედიტაციაში დასდო ბრალი. TAV Urban Georgia-მ განაცხადა, რომ ქართული ავიაკომპანიის დავალიანება ამ დროისთვის 9 მილიონ ლარს შეადგენს და ის ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს მიუხედავად იმისა, რომ გადახდის გრაფიკი შემუშავებულია.

თურქული კომპანიის ინფორმაციით, Georgian Airways-ი, თანამშრომლობის 14 წლის განმავლობაში, სარგებლობდა ყველა პრივილეგიითა და შეღავათით, რომელიც ოპერატორი კომპანიის მხრიდან ჰქონდა მინიჭებული.

TAV თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორია 2007 წლიდან. კომპანიამ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. საქართველოს გარდა, კომპანია ახორციელებს აეროპორტების მართვას თურქეთში, ტუნისში, მაკედონიაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში და ხორვატიაში.

კომპანია Georgian Airways-ს ეროვნული გადამზიდავის სტატუსი აქვს მინიჭებული. ის ფლობს შვიდ საჰაერო ხომალდს და საერთაშორისო ავიაგადაზიდვების ქართულ ბაზარზე მისი წილი 11%-ს შეადგენს.

მთავარი თემები