04:48 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (191)
110 0 0

როდის დაიწყება ინიციატივის განხორციელება, მინისტრს არ დაუკონკრეტებია.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი ინიციატივა გაახმოვანა – საქართველოში სატვირთო ავტომობილები ტვირთის გადატანას მხოლოდ დახურული საბარგულით შეძლებენ, იუწყება პირველი არხი.

ამის შესახებ მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვფიქრობთ, რომ სატვირთო ტრანსპორტი მთელ საქართველოში უნდა იყოს გადახურული და სწორედ დახურულ მდგომარეობაში უნდა ხდებოდეს მოძრაობა. როგორც ცნობილია, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო არის მტვერი და მყარი ნაწილაკები. ეს უნდა გამოსწორდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როდის გეგმავს სამინისტრო აღნიშნული ინიციატივით შესაბამის ორგანოებს მიმართოს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევა ცვლილებები, რომლის თანახმად მყარი ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება დაჯარიმებას გამოიწვევს. აიკრძალება ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება, კერძოდ, დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება, რაც ვერ უზრუნველყოფს მტვერჩახშობას.

ეკოლოგიური მდგომარეობა თბილისში ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ერთი მხრივ, ამის მიზეზია უზარმაზარი რაოდენობის მანქანების გამონაბოლქვი, ხოლო მეორე მხრივ – სამშენებლო მტვერი.

ზოგადად თბილისის მერია და საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად ეკიდებიან ამ პრობლემის გადაჭრას. მაგალითად, შეღავათები დაწესდა ჰიბრიდული და ელექტრომობილების განბაჟებისათვის. გარდა ამისა, თბილისის მერია საქალაქო ავტოპარკს ეკოლოგიურად უფრო სუფთა ავტობუსების შესყიდვის გზით აახლებს.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (191)

მთავარი თემები