ომერისა და დეფნეს სასიყვარულო ურთიერთობები: როგორია მათი რეალური ცხოვრება

© photo: Barish Arduch / FBელჩინ სანგუ და ბარიშ არდუჩი
ელჩინ სანგუ და ბარიშ არდუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ ტელე- და ინტერნეტ-სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქული სერიალები. არ წყდება ინტერესი სერიალის მთავარი გმირების პირადი ცხოვრებისა თუ კარიერის მიმართ.

ალბათ ბევრს გსმენიათ, ან სულაც გინახავთ სერიალი „დაქირავებული სიყვარული“, სადაც მთავარი მოქმედი გმირი დეფნე, რომელიც ღარიბი ოჯახის შვილია, ძმის ვალების გამო სარფიან შემოთავაზებას თანხმდება. დეფნემ თავი უნდა შეაყვაროს მდიდარ და წარმატებულ ომერს. და აქ იწყება მათი თავბრუდამხვევი, მოულოდნელობებით აღსავსე ისტორია. გადავწყვიტეთ დღეს ბარიშ არდუჩის და ელჩინ სანგუს ცხოვრების შესახებ მოგიყვეთ.

© photo: Barish Arduch / FBბარიშ არდუჩი
ომერისა და დეფნეს სასიყვარულო ურთიერთობები: როგორია მათი რეალური ცხოვრება - Sputnik საქართველო
ბარიშ არდუჩი

თურქი მსახიობი ბარიშ არდუჩი 1987 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა შვეიცარიაში, ალბანელი ემიგრანტების ოჯახში. ჰყავს ორი ძმა, რომლებიც ასევე მსახიობები არიან. რვა წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თურქეთში. ბარიში საკმაოდ ნიჭიერი იყო და უმაღლესი ქულებით დაასრულა სასწავლებელი, რის შემდეგაც ჩააბარა სპორტულ აკადემიაში, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ დაამთავრა. ამის შემდეგ სწავლა გააგრძელა კონსერვატორიაში, ვინაიდან ხელოვნებით იყო გატაცებული.

© photo: Barish Arduch / FBელჩინ სანგუ და ბარიშ არდუჩი
ომერისა და დეფნეს სასიყვარულო ურთიერთობები: როგორია მათი რეალური ცხოვრება - Sputnik საქართველო
ელჩინ სანგუ და ბარიშ არდუჩი

ბარიშის პირველი სერიალი იყო „აქ სასაუბრო ბევრია“. ამის შემდეგ სამსახიობო კურსები გაიარა და 2009 წელს, მსახიობ აილა ალგანთან შეხვედრის შემდეგ პროფესიონალ მსახიობად ჩამოყალიბდა. დაიწყო სატელევიზო შოუებში მონაწილეობა. მათ შორის ყველაზე წარმატებული „ჩემზე არ იღელვო“ გამოდგა.

თუმცა ბარიშს ყველაზე დიდი პოპულარობა ყველასთვის საყვარელმა სერიალმა „დაქირავებული სიყვარული“ მოუტანა, სადაც მან მთავარი როლი ულამაზეს ელჩინ სანგუსთან ერთად ითამაშა. სერიალში ბარიში ომერ იპლიქჩეს როლს ასრულებდა, ელჩინი კი მხიარული და პოზიტიური დეფნეს როლში მოგვევლინა.

© photo: Barish Arduch / FBბარიშ არდუჩი და ელჩინ სანგუ
ომერისა და დეფნეს სასიყვარულო ურთიერთობები: როგორია მათი რეალური ცხოვრება - Sputnik საქართველო
ბარიშ არდუჩი და ელჩინ სანგუ

რაც შეეხება ბარიშის სასიყვარულო ურთიერთობებს, ის არ ჩქარობს პირად ცხოვრებაზე  ჟურნალისტებთან საუბარს. სხვებსაც ურჩევს, რომ პირადი ცხოვრება საიდუმლოდ დატოვონ. მიუხედავად ამისა, მისი სასიყვარულო ურთიერთობა მსახიობ გუპსე ოზაისთან თაყვანისმცემლებისთვის და მედიისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. როგორც თურქული პრესა წერს, წყვილმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნო 2014 წელს და დღემდე ერთად არიან. დასვენების დღეებს ერთად ატარებენ. ისინი არაერთხელ დააფიქსირეს ერთად წვეულებებზე.

რაც შეეხება დეფნეს, იგივე ელჩინ სანგუს, ის იზმირში დაიბადა 1985 წლის 13 აგვისტოს. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო მერსინის უნივერსიტეტში. ასევე სწავლობდა თოზუს უნივერსიტეტში.

© photo: Elchin Sangu / FBელჩინ სანგუ
ომერისა და დეფნეს სასიყვარულო ურთიერთობები: როგორია მათი რეალური ცხოვრება - Sputnik საქართველო
ელჩინ სანგუ

მისი სამსახიობო დებიუტი შედგა სერიალში „ასეთი ღამის დრო“. ამის შემდეგ იყო რამდენიმე წარმატებული პროექტი. 2015 წელს ითამაშა სერიალში „დაქირავებული სიყვარული“, სადაც დეფნეს როლს ასრულებს. მსახიობმა განსაკუთრებული სიყვარული და პოპულარობა სწორედ ამ სერიალით მოიპოვა.

© photo: Barish Arduch / FBელჩინ სანგუ და ბარიშ არდუჩი
ომერისა და დეფნეს სასიყვარულო ურთიერთობები: როგორია მათი რეალური ცხოვრება - Sputnik საქართველო
ელჩინ სანგუ და ბარიშ არდუჩი

ბარიში და ელჩინი 2015 წელს წარდგენილი იყვნენ „ოქროს პეპელას“ დაჯილდოებაზე, სადაც წლის საუკეთესო წყვილის ნომინაციაში გაიმარჯვეს.

ელჩინს 2011 წლიდან სასიყვარულო ურთიერთობები აქვს თურქ ბიზნესმენთან და საკმაოდ გავლელიან პერსონასთან იუნუს ოზდიკენთან.

ელჩინი ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობად ითვლება თურქეთში.

 

ყველა ახალი ამბავი
0