21:01 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში-2018 (278)
135 0 0

მასწავლებლის კანდიდატურის წარდგენა წელს პირველად შეუძლია არა მარტო სკოლას, არამედ ქვეყნის ჩვეულებრივ მოქალაქესაც.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პედაგოგებს კვლავ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება კონკურსში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო", რომლის პრიზია ათი ათასი ლარი, ნათქვამია ღონისძიების ვებ-გვერდზე.

ამ წლის მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ პრემიაზე მასწავლებლის წარდგენა შეუძლია არა მხოლოდ სკოლას, არამედ ფიზიკურ პირს და ასევე საზოგადოებრივ ჯგუფს. ამას გარდა, წელს პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მასწავლებლების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე 1 მარტს დაიწყო და 20 აპრილამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ჟიურის 18 წევრი კონკურსანტებს სამ ეტაპად შეარჩევს. ჟიურის შემადგენლობაში არიან განათლების სფეროს სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მასმედიის წარმომადგენლები.

კონკურსის პირველ ეტაპზე განაცხადებს ტექნიკურად შეამოწმებენ, მეორე ეტაპზე შეარჩევენ საუკეთესო მასწავლებლების ათეულს, ხოლო მესამეზე ხუთი ფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი 5 ოქტომბერს - მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გახდება „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველოს" მფლობელი.

პრიზის სახით გამარჯვებული პროექტის გენერალური სპონსორისგან ფონდ „გუდავაძე - პატარკაციშვილისგან" მიიღებს ფულად პრემიას ათი ათასი ლარის ოდენობით. ჯილდოს მთავარი მიზანია მასწავლებლის პროფესიის განვითარება და პოპულარიზება.

ეს პროექტი ძალზე წარმატებული აღმოჩნდა მასწავლებლისთვის სოფელ ჩიბათიდან ვლადიმერ (ლადო) აფხაზავასთვის. 2017 წელს აფხაზავამ საუკეთესო მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დაიმსახურა, რამაც საშუალება მისცა, მონაწილეობა მიეღო კონკურსშიThe Global Teacher Prize. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ მასწავლებელს ერთი მილიონი დოლარის ოდენობით ფულადი პრემია გადაეცემა.

ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგების ათეულში მოხვდა, შესაბამისად, საერთაშორისო კონკურსი The Global Teacher Prize 2019-ის ფინალისტი გახდა.

 

თემები:
განათლება საქართველოში-2018 (278)

მთავარი თემები