ბუდაპეშტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა 2 თვით იზღუდება

გამოწერა
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ლისის ტბისკენ მიმავალი ტრანსპორტი ბუდაპეშტის ქუჩით ორი თვის განმავლობაში ვერ ისარგებლებს.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე 4 მარტიდან ორი თვის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იზღუდება.

„ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება ს. კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთიდან ივ. ბერიტაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთამდე. ლისის ტბის მიმართულებით კი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნუცუბიძის ქუჩაზე ვ. ჩიქოვანის ქუჩის გავლით, საიდანაც გზას ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ", – ნათქვამია განცხადებაში.

ლისის ტბიდან ბერიტაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება ნებადართული.

ყველა ახალი ამბავი
0