00:57 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (200)
477 0 0

რამდენიმე კვირის წინ  ცნობილი გახდა, რომ 2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლის გამოსაშვები (ე.წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. მიმდინარე წელს მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის გამოცდების დანიშვნა არ იგეგმება, იუწყება ტელეკომპანია Imedi საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

აბულაძის განცხადებით, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ,  აქცენტი მე-6 და მე-10 კლასელების ეროვნულ შეფასებაზე გაკეთდება და ამ ეტაპზე მუშაობა გამოცდების ახალ მოდელზე მიმდინარეობს.

„გვინდა, რომ უკვე შემოდგომიდან დავიწყოთ მე-10 კლასის მოდელის და ინსტრუმენტების პილოტირება… ახალ მოდელზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და გვსურს, რომ 2020 წლის ზაფხულისთვის ახალი ინსტრუმენტი დავნერგოთ და ეს იქნება საყოველთაო გამოცდების სახით", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რამდენიმე კვირის წინ  ცნობილი გახდა, რომ 2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლის გამოსაშვები (ე.წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.

ადრე მე-11 კლასის მოსწავლეები წლის ბოლოს იმ საგნებში აბარებდნენ გამოცდებს, რომელთა სწავლასაც ასრულებდნენ – ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. დანარჩენ ოთხ საგანში – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ისტორია – გამოცდებს მოსწავლეები მე-12 კლასში აბარებდნენ.

ცვლილებები შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც. კერძოდ, 2020 წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. პირველი სავალდებულო საგანი ქართული ენა და ლიტერატურა იქნება, მეორე – უცხო ენა, ხოლო მესამე სავალდებულო საგანი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა მიმართულებით სურს აბიტურიენტს სწავლის გაგრძელება. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში – ისტორიას.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, ცვლილების ფარგლებში, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ.

 

თემები:
განათლება საქართველოში (200)

მთავარი თემები