რიგები მართვის მოწმობის ასაღებად - შსს მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის

© photo: Sputnik / Stringerმართვის მოწმობა
მართვის მოწმობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეცვლას ექვემდებარება C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის მართვის მოწმობები.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ძველი მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, შსს-ს მომსახურების სააგენტოს 11-ვე სერვისცენტრი კვირას, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, D და E კატეგორიების მართვის მოწმობები, რომლებიც სატვირთოების, მიკროავტობუსების და ავტობუსების მართვის უფლებას იძლევა,  მიმდინარე წლის 1 მარტიდან ძალადაკარგულად ცხადდება.

შეცვლას ექვემდებარება C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის მართვის მოწმობები.

ამისათვის მძღოლებმა უნდა მიმართონ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს, მიიტანონ ჯანმრთელობის ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის საფასური 15 ლარია, ხოლო აღდგენის - 35 ლარი. მართვის მოწმობის შეცვლისას გამოცდის ჩაბარება საჭირო არ არის.

რაც შეეხება B, BC, BD ან BCD კატეგორიების მართვის მოწმობებს, რომლებიც ასევე 2014 წლამდეა გაცემული, ვადა ჯერჯერობით არ გასდით. აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ მომსახურების სააგენტოს და ყოველგვარი დამატებითი პროცედურების გარეშე შეცვალონ მართვის მოწმობა.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ სააგენტო მიმდინარე წლის 8 თებერვლიდან სპეციალურ რეჟიმში მუშაობს. კერძოდ, მოქალაქეებს მართვის მოწმობის შეცვლა შეუძლიათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0