10:39 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში-2018 (278)
206 0 0

საჭირო პროფესიებსა და გადასამზადებელი ადამიანების რაოდენობას ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული საბჭოს სპეციალისტები განსაზღვრავენ.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2019 წლის 1 აპრილს დაიწყება პროფესიული კადრების გადამზადების პროგრამა, რომელშიც 50 ათასი ადამიანი ჩაერთვება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას არასაკმარისად კვალიფიციური სამუშაო ძალა წარმოადგენს. ამავე დროს მთავრობა საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს.

„მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამით იგეგმება ყოველწლიურად 50 ათასამდე ადამიანის გადამზადება", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

ქობულიას განცხადებით, პრიორიტეტული მიმართულებები კადრების გადამზადების საკითხში იქნება ტურიზმი, სასტუმროები, IT-სექტორი, ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგი, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის წარმოება, ავეჯის დამზადება, საავტომობილო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების აწყობა–წარმოება, კომპიუტერებისა და ელექტრონული ნაწარმის წარმოება, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და მშენებლობა.

ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნება საბჭოები პრიორიტეტული სექტორების მიხედვით, რომლებშიც, მთავრობის წარმომადგენელთა გარდა, შევლენ ბიზნესის, პროფესიული განათლებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ეს საბჭოები განსაზღვრავენ საჭირო პროფესიებსა და გადასამზადებელ ადამიანთა რაოდენობას, შეადგენენ სასწავლო პროგრამას და გადაწყვეტენ სწავლის პროცესთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.

თემები:
განათლება საქართველოში-2018 (278)

მთავარი თემები