21:46 18 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
მამუკა ბახტაძე

საქართველო აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ტურიზმის განვითარებას გეგმავს

© photo: Government of Georgia / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი–2018 (102)
75 0 0

სოფელ უდაბნოში, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ უდაბნოს მცხოვრებლებს სოფლის ტურისტული პოტენციალის და, შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების პირობა მისცა.

რეფორმის ფარგლებში მიწა 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა>>>

ოთხშაბათს ბახტაძემ რიგით 63-ე საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ უდაბნოში გახსნა. ამ ცენტრებში შესაძლებელი იქნება სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა, მათ შორის, პასპორტის, პენსიის აღება, უძრავი ქონების გაფორმება და ა.შ. ახალგაზრდობისა და მოზარდებისთვის არსებობს ციფრული ბიბლიოთეკა და უფასო ინტერნეტი.

სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდა. სოფელი საქართველო–აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს, ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელებითა და ეკომიგრანტებითაა დასახლებული და ტურისტულად აქტიურ ზონას წარმოადგენს, რამდენადაც VI საუკუნის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს მდებარეობს.

„მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ სოფელს უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს... აქ არის დავით-გარეჯის კომპლექსი, რომელიც თითოეული ქართველისთვის, თითოეული ქრისტიანისთვის უდავოდ უნიკალური ძეგლია და ეს საშუალებას აძლევს სოფელ უდაბნოს, ჰქონდეს უნიკალური ტურისტული პოტენციალი და გპირდებით, თითოეული თქვენგანი უკვე უახლოეს მომავალში საკუთარი თვალით დაინახავს, რომ ძალიან გაიზრდება თქვენ სოფელში ტურისტების რაოდენობა და ეკონომიკური განვითარება", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა სოფლის მოსახლეობას საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა, რომელიც კახეთში რიგით მეთორმეტეა.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ის არის, რომ თანაბრად განვავითაროთ საქართველოს ყველა რეგიონი, შესაბამისად, ეს არის იმის წინაპირობა, რომ შევქმნათ ახალი ეკონომიკური მოდელი რეგიონებში და კიდევ უფრო წავახალისოთ ეკონომიკური განვითარება, ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა სოფელში, მოსახლეობას შევუქმნათ ერთიანი პირობები ცხოვრებისა და განვითარებისთვის", – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

თემები:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი–2018 (102)

მთავარი თემები