14:10 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
საგამოცდო აუდიტორია

რა ცვლილებები ელოდებათ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე

© Photo: courtesy of National Assessment and Examinations Center
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (102)
237 0 0

მომავალში აბიტურიენტები ერთიან, მსხვილ, კომბინირებულ გამოცდას ჩააბარებენ

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმება არ იგეგმება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2005 წელს დაინერგა. იმისათვის, რომ გახდეს სტუდენტი, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს გამოცდები სამ აუცილებელ საგანში — ზოგადი უნარ-ჩვევები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ასევე ერთი გამოცდა არჩევით საგანში — ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. რაც შეეხება სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლის გამოსაშვები (ე. წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძის განცხადებით, შესაძლოა, მომავალში იყოს ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა, რომელშიც საგანი და უნარ-ჩვევები კომბინირებული იქნება.

„ამის გარდა, უნდა არსებობდეს სამოტივაციო წერილი, პროექტი, სხვადასხვა წყაროები, რის მიხედვითაც უნივერსიტეტები შეარჩევენ სტუდენტებს. თუმცა, ეს არის შორეული პერსპექტივა და ცხადია, ეს წელს და მომავალ წელს არ იგეგმება. პრინციპის დონეზე საუბარი არის, რომ მომავალში, მას შემდეგ, რაც სკოლების დონეზე ამ გამოწვევებს მოვაგვარებთ, გახდეს ერთიანი, მსხვილი, კომბინირებული გამოცდა“, - განაცხადა  მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, თუ ამ საკითხზე შეთანხმება მოხდება, შესაძლებელია ქვეყანა ამ მოდელზე 2023-2024 წლისთვის გადავიდეს.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ეროვნული გამოცდების გაუქმება და განიხილება თუ არა სტუდენტების შიდასაუნივერსიტეტო გამოცდით ჩარიცხვის შესაძლებლობა, ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ მსგავს საკითხზე მსჯელობა არ მიმდინარეობს და საუბარია მხოლოდ ეროვნული გამოცდების არსებული მოდელის დახვეწაზე. თუმცა, მისივე თქმით, უნივერსიტეტებთან გამოცდების მოდელების განხილვისას ეროვნული გამოცდების შესაძლო გაუქმების საკითხზეც იყო საუბარი.

„მას შემდეგ, რაც სკოლების სისტემა გვექნება იმგვარად უზრუნველყოფილი, რომ უნივერსიტეტები და საზოგადოება ენდობა სკოლას და იქ მიმდინარე პროცესებს, შემდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში წავიდეთ იქითკენ, რომ სკოლის აკადემიური მიღწევები: რას აკეთებდა მოსწავლე 12 წლის განმავლობაში სკოლაში, როგორც საგანში, ასევე კლასგარეშე აქტივობაში, რამდენად ლიდერული და აქტიური იყო, მისი ძლიერი მხარეები შესაძლებელია, მონაწილეობდეს ჩარიცხვაში. გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება ეს მოდელი“, – აღნიშნა ირინა აბულაძემ.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები ოთხ გამოცდას შეეხება: ქართული ენისა და ლიტერატურის, ლიტერატურის, უცხოური ენებისა და გეოგრაფიის გამოცდას. ამასთან, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

თემები:
განათლება საქართველოში (102)

მთავარი თემები