მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობამ ჰესების მშენებლობა თბილისში გააპროტესტა

© Sputnik / Alex Shlamovსაპროტესტო აქცია ჰესებთან დაკავშირებით
საპროტესტო აქცია ჰესებთან დაკავშირებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ მზად არიან მშობლიური მხარე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისგან სიცოცხლის ფასად დაიცვან.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რამდენიმე მაღალმთიანი რაიონის მცხოვრებლებმა თბილისის ცენტრში აქცია გამართეს, ისინი მათ გვერდით ჰიდროელექტროსადგურების აშენებას აპროტესტებენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი აქციის ადგილიდან.

აქცია დედაქალაქის ერთ-ერთ სასტუმროსთან გაიმართა, სადაც მიმდინარეობდა კონფერენცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენელთა მონაწილეობით. სწორედ ეს ბანკი აფინანსებს ზოგიერთი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საქართველოში.

© Sputnik / Alex Shlamovსაპროტესტო აქცია ჰესებთან დაკავშირებით
მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობამ ჰესების მშენებლობა თბილისში გააპროტესტა - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია ჰესებთან დაკავშირებით

მომიტინგეებს ხელთ ჰქონდათ პლაკატები „წყალი - ეს სიცოცხლეა", „არა დამბებს".

„ჩვენ წინააღმდეგი ვართ იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა კორუფციულ არეალად იქცეს. ამას სხვანაირად ვერაფერს უწოდებ, როდესაც, მიუხედავად დაპირებისა, კანონისა და მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ ჰესების მშენებლობა მიდის. დღეს შევიკრიბეთ, რომ მოვუწოდოთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, არ გახდეს ჰესების იძულებითი მშენებლობის პროექტების მონაწილე", – განაცხადა „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" უფლებადამცველი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

© Sputnik / Alex Shlamovსაპროტესტო აქცია ჰესებთან დაკავშირებით
მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობამ ჰესების მშენებლობა თბილისში გააპროტესტა - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია ჰესებთან დაკავშირებით

ჩხარტიშვილი საპროტესტო აქციის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორია. აქციაში მონაწილეობდნენ სვანეთის, რაჭის, პანკისის ხეობისა და აჭარის მცხოვრებლები.

„მე სვანეთიდან ჩამოვედი, მესტიიდან, სადაც „ჭალაჰესი" შენდება. ხუთი აგრეგატიდან ჯერ მხოლოდ ორია ჩართული, მაგრამ მოსახლეობამ სიმშვიდე უკვე დაკარგა. ეს ხმაური ძილის საშუალებას არ გვაძლევს, ბავშვები სულ კითხულობენ, ეს რა უცნაური ხმააო... არანაირ დათმობაზე არ წავალთ, თუ საჭირო იქნება გზების გადაკეტვა, გადავკეტავთ, რომ მშობლიური მიწა დავიცვათ", – განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ნაირა ჯაჭვლიანმა.

© Sputnik / Alex Shlamovსაპროტესტო აქცია ჰესებთან დაკავშირებით
მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობამ ჰესების მშენებლობა თბილისში გააპროტესტა - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია ჰესებთან დაკავშირებით

აქციის სხვა მონაწილემ ჰესების მშენებლობაში რაღაც ვერაგული გეგმა დაინახა.

„ჰესების მშენებლობის უკან უფრო დიდი მზაკვრული გეგმა იმალება, რომელიც ქართული მიწების გასხვისებას ემსახურება. ჰესები და სხვა პროექტები მხოლოდ შირმაა, რომ ჩვენი მიწები და წყალი უცხოელებზე გაასხვისონ", – განაცხადა მანანა საღლიანმა.

მისი თქმით, მზადაა, თავისი მიწა-წყალი სიცოცხლის ფასადაც კი დაიცვას.

ყველა ახალი ამბავი
0