მეტროს სადგურმა „წერეთელმა" მუშაობა განაახლა

გამოწერა
ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო სადგური "წერეთელი" მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ "წერეთელზე" მგზავრთა მიღება განახლდა, აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცახდებაში.

თბილისის მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
მეტროს სადგური „წერეთელი" დაკეტილია

დღეს მეტროს სადგური „წერეთელი" ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით ვერ ემსახურებოდა მგზავრებს.

„სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა დროულად შეძლეს ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა და თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას", – აღნიშნულია სატრანსპორტო სამსახურის განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად შეძლეს ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა და თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზის სიგრძე 40 კილომეტრია, ხოლო მეორე ხაზის – 17.

 

ყველა ახალი ამბავი
0