კარიერის დასასრული თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა – ქართველი მოჭიდავის დილემა

© photo: Sputnik / Aleksey Filipov / გადასვლა მედიაბანკშიზურაბ დათუნაშვილი
ზურაბ დათუნაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძიმე არჩევანის გადასაწყვეტად ზურაბ დათუნაშვილი ხელისუფლებას მიმართავს.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. არჩევანის წინაშე ვდგავარ – დავასრულო პროფესიული კარიერა თუ სხვა ქვეყნის სახელით ვიასპარეზო, დაწერა ბერნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მოჭიდავე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრისას რობერტ ქობლიაშვილსა და ზურაბ დათუნაშვილს შორის მოხდა. მას შემდეგ, რაც დათუნაშვილმა გააპროტესტა მსაჯების გადაწყვეტილება, ტრიბუნებზე დაიწყო არეულობა და ჩხუბი, რა დროსაც დათუნაშვილს წარბი გაუხეთქეს. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ გეგეშიძე დათუნაშვილს ლითონის საგანს ურტყამს.

გეგა გეგეშიძე - Sputnik საქართველო
გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ  გათავისუფლდა

„ვდგები ჩემთვის უმძიმესი ორი არჩევანის წინაშე – ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე. ჩემთვის ჭიდაობა არის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. 21 წელზე მეტია ამ სპორტით ვარ დაკავებული და მის გარეშე არსებობა უბრალოდ არ შემიძლია. ასევე წარმოუდგენელია, ვიასპარეზო რომელიმე სხვა ქვეყნის სახელით – ხელში დავიჭირო სხვა ქვეყნის დროშა, კვარცხლბეკზე დგომისას ვეღარ გავიგონო ჩემი სამშობლოს ჰიმნი და თუ ღმერთის წყალობით მოვიპოვებ მედალს, ის ეკუთვნოდეს რომელიმე სხვა ერს და არა ქართველ გულშემატკივარს", – დაწერა დათუნაშვილმა.

აღნიშნული განცხადება დათუნაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ პოსტი შეინარჩუნა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ არ უცემია სპორტსმენი>>>

„არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩემი ამ ხელმძღვანელობასთან მუშაობის გაგრძელება არის შეუძლებელი. კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს მთავრობას, უშუალოდ კი სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს, კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ ჩემი პრობლემით და უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება", – აღნიშნა მოჭიდავემ.

ზურაბ დათუნაშვილი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონია.

ამასთან, ეს პირველ შემთხვევა არაა, როდესაც ცნობილი მოჭიდავე სკანდალში ეხვევა. 2017 წლის მაისში დათუნაშვილი თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. სპორტსმენი საავადმყოფოდან სამი დღის შემდეგ გაწერეს. მაშინ ინციდენტის დეტალები არ გახმაურებულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0