ვითარება გზებზე: უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული

© Roads Department of Georgiaუამინდობა საქართველოში
უამინდობა საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოძრაობაზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამოა დაწესებული.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვებია დაწესებული, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

დეპარტამენტის ცნობით, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მლეთა–გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის 85-ე კმ მონაკვეთამდე) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ასევე ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კალა–უშგულის მონაკვეთზე (173-186 კმ).

აღნიშნული საავტომობილო გზის ხაიში–კალას მონაკვეთზე (70-173 კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დიზი–კალას მონაკვეთზე (30-90 კმ) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო ამავე გზის 90-173 კმ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის ზუგდიდი–ჯვარის მონაკვეთზე (1-30 კმ) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0