02:30 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში–2018 (222)
13010

ახალი პროექტის დახმარებით ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ვიზიტი დაგეგმოს

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. ბათუმის მერთან შეხვედრის დასაგეგმად სპეციალური ვებგვერდი ამუშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

აღნიშნული პროექტის საშუალებით ნებისმიერ მოქალაქეს ბათუმის მერიაში მისვლის გარეშე, ინტერნეტის საშუალებით შეუძლია დაგეგმოს შეხვედრა ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან. 

ლაშა კომახიძის თქმით, ეს არის მოქალაქეებზე მორგებული პროექტი, ისინი დაზოგავენ დროს, გაუმჯობესდება მათთან კომუნიკაცია, სერვისის უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობა.  შეხვედრა უშუალოდ მერის მიერ ჩაინიშნება.

ვიზიტის დასაგეგმად მოქალაქე ვებგვერდ visit.batumi.ge-ს უნდა ეწვიოს და რეგისტრაცია გაიაროს.

სისტემის გამოყენების უფლების მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დაეთანხმოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ონლაინ პლატფორმის გამოყენების წესისა და პირობების შესახებ შეთანხმებას და უზრუნველყოს მათი დაცვა.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში–2018 (222)

მთავარი თემები