01:43 15 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2778
  • 100 RUB4.6307
  • USD2.9701
SputnikPro–ს მასტერ–კლასი

როგორ ჩატარდა SputnikPro-ს მასტერ–კლასი ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის თბილისში

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
79 0 0

საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის მულტიმედიურ პრეს-ცენტრში საქართველოში უკვე მესამედ გაიმართა SputnikPro-ს საგანმანათლებლო ტრენინგები – ამჯერად დამწყები ჟურნლისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

SputnikPro — ეს არის რუსულ საინფორმაციო საშუალებებში მუშაობის კოლოსალური გამოცდილების მქონე საუკეთესო მენეჯერებისა და სპეციალისტების უნიკალური პრეზენტაციებისა და მასტერ-კლასების სერია, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნა გაუზიარონ დამწყებ ჟურნალისტებს, პრეს-სპიკერებსა და უმაღლესი სასწავლებლების მაღალი კურსების სტუდენტებს. პროგრამა ჟურნალისტებს წარუდგენს თანამედროვე მულტიმედიური საინფორმაციო სააგენტოს სტანდარტებსა და მუშაობის ტექნოლოგიებს.

მთავარი სპიკერები იყვნენ რეპორტიორი, ფოტოგრაფი ვერა კოსტამო და „Sputnik–საქართველოს“ ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა. 

ვერა კოსტამო ახალგაზრდა კოლეგებს ესაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ რთულ პირობებში, მივლინებებში, საგანგებო სიტუაციებისა და საბრძოლო მოქმედებების ზონებში. მან ახალგაზრდებს არა მხოლოდ თავისი გამოცდილება, არამედ ემოციებიც გაუზიარა. ჟურნალისტის თქმით, მას არ სურდა სევდიანი ნოტების შეტანა საუბარში, თუმცა, ცრემლის გარეშე მაინც არ გამოვიდა. მან აღწერა ვითარებები, რომელში ყოფნაც მოუწია მუშაობის ათი წლის განმავლობაში. ამან დამსწრე ახალგაზრდებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

Мастер-класс SputnikPro
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
SputnikPro–ს მასტერ–კლასი

ვერა კოსტამოს თქმით, დიალოგი დამწყებ კოლეგებთან ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებელია გამოცდილებისა და ახალი შეხედულებების გაზიარება.

„მოსაყოლი ბევრი მაქვს. მქონდა ბევრი რთული მივლინება, ბევრი შეცდომა, რომელთა გამოსწორებასაც მუშაობის პროცესში ვცდილობ და მინდა დამწყებმა კოლეგებმა ეს შეცდომები არ დაუშვან“, – განაცხადა კოსტამომ.

ახალგაზრდებს თავისი გამოცდილება გაუზიარა წარმატებული პროექტის „Sputnik–საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამაც. მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გახდა მუშაობის სამი წლის განმავლობაში ახალი ვებ-გვერდი ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი საქართველოში. ვოინცევამ ისაუბრა „ლაიფჰაკების“ შესახებაც: როგორ მოვიზიდოთ მკითხველი ეპოქაში, როცა მომხმარებელს მობეზრებული აქვს დიდი ტექსტები. ერთ-ერთი რეალური მუშა ინსტრუმენტია ინფოგრაფიკის ფორმატი, რომელიც, ნახვების მიხედვით, მკითხველს იზიდავს თავისი ლაკონურობით, სიზუსტითა და ვიზუალით.

Мастер-класс SputnikPro
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
SputnikPro–ს მასტერ–კლასი

ვოინცევამ აღნიშნა, რომ ჟურნალისტი ჟურნალისტად რჩება იქამდე, სანამ თავისი პროფესია აინტერესებს, გულგრილი არაა ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიმართ და მუდამ ცდილობს პროფესიონალიზმის ამაღლებას.

„დღეს ამ დარბაზში არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი წინ აქვთ. მათ ეს აინტერესებთ, აპირებენ, რომ ჟურნალისტიკას მიუძღვნან თავი. თუ ისინი ასეთივე სუფთა გულითა და განწყობით ივლიან, ვფიქრობ, ქართულ ჟურნალისტიკას ბევრი ნიჭიერი ვარსკვლავი ეყოლება“, – განაცხადა ოქსანა ვოინცევამ.

იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიგო მკითხველის გული, ისაუბრა „Sputnik–საქართველოს“ მუდმივი რუბრიკის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ წამყვანმა შოთა ნოზაძემ. ადამიანმა, რომელმა სხვადასხვა ამპლუა მოირგო, აღიარა, რომ ხშირად რთული იყო, მაგალითად, მაშინ, როცა ზოოპარკის თანამშრომელი იყო, მან გადალახა შიში და გველი კისერზე მოიხვია.

Мастер-класс SputnikPro
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
SputnikPro–ს მასტერ–კლასი

დარბაზში მსხდომი ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული ღონისძიებაში, სვამდნენ კითხვებს, ვერა კოსტამოს კი საერთოდ „არ უშვებდნენ“ დარბაზიდან ტრენინგის დასრულების შემდეგაც.

„ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს პროფესიონალების ძალიან სასარგებლო მასტერ-კლასი იყო. რა თქმა უნდა, მოსმენილს მომავალში გამოვიყენებ, რადგან ამ სფეოში მუშაობას ვაპირებ“, – განაცხადა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა ვოსკი ავაქიანმა.

Мастер-класс SputnikPro
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
SputnikPro–ს მასტერ–კლასი

პროექტი SputnikPro საქართველოში 2018 წელს წარმატებით ჩატარდა: პირველი მოდული ითვალისწინებდა ქართული მასმედიის ხელმძღვანელებსა და მთავარ რედაქტორებთან შეხვედრას, მეორე მოდული კი საქართველოს ონლაინ-გამოცემებისა და ბეჭდური მედიის ჟურნალისტებთან შეხვედრას. პროექტში სულ მასმედიის 35 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მთავარი თემები