„Sputnik–საქართველოს" მკითხველებმა ქვეყნის მთავარი პრობლემები დაასახელეს

გამოწერა
მკითხველებს აღელვებთ დაბალი ხელფასები და პენსიები, ასევე მაღალი გადასახადები.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. „Sputnik–საქართველოს" ონლაინ-გამოკითხვაში მონაწილე მკითხველთა უმეტესობას მიაჩნია, რომ 2019 წელს მთავრობამ პირველ რიგში სამუშაო ადგილები უნდა შექმნას.

კითხვაზე „2019 წელს პირველ რიგში რა უნდა შეიცვალოს საქართველოში", გამოკითხვაში მონაწილეთა 52,2%-მა მხარი დაუჭირა პასუხს „შეიქმნას სამუშაო ადგილები".

გამოკითხვაში მონაწილეთა 20,5% კი მიმდინარე წელს მთავრობისგან გადასახადების დაწევას მოითხოვს. პირველ რიგში ხელფასებისა და პენსიების გაზრდის მომხრეა 18,2%. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვაში მონაწილეთა 9,1%-ს გაუჭირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0