დავით სერგეენკომ „სისხლის ბანკის“ განცხადებას „მარკეტინგული მოზიდვა“ უწოდა

© Sputnik / Alexander Imedashviliდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სისხლის ბანკში“ აცხადებენ, რომ სისხლის მარაგის დეფიციტია

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ შპს „სისხლის ბანკის“ განცხადებას „მარკეტინგული მოზიდვა“ უწოდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„სისხლის ბანკში“ აცხადებენ, რომ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების გამო მათ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყვეს როგორც იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ბავშვები, ასვე სხვა კლინიკის პაციენტები, რამაც დეფიციტი გამოიწვია. ბანკი მოსახლეობას სისხლის გაღებას სთხოვს.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ტრაგედია დიღომში – „სისხლის ბანკი" მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

როგორც დავით სერგეენკომ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, გუშინ საღამოს მომხდარის გამო კლინიკებს 8 პაციენტმა მიმართა. კერძოდ, იაშვილის კლინიკაში შევიდა 7 დაშავებული ბავშვი, რომელთა მკურნალობისთვისაც დაიხარჯა 1 ერთეული სისხლის პროდუქტი, რაც ძალიან ცოტაა.

„რაც, რა თქმა უნდა, შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას. საჯარო მოხელის კოდექსი არ მაძლევს შეფასების უფლებას, მაგრამ როდესაც ცდილობენ, რომ ეს უბედური შემთხვევა გამოიყენონ თავისი მარკეტინგისთვის, მოიზიდოს უფასო დონორები, დაამზადოს პროდუქტი, რომელსაც შემდეგ კომერციულად გაყიდის, ამის შეფასებას უბრალოდ საზოგადოებას მივანდობ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩის კვეთაზე გუშინ საღამოს, ახლად აშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს ათამდე დაშავებული – უმეტესობა ბავშვი. მათი უმრავლესობა ამ დროისთვის უკვე გაწერილია. კლინიკაში რჩებიან ერთი ბავშვი, რომელსაც ღამით რთული ოპერაცია ჩაუტარდა და ერთი ორსული.

აფეთქება დიღომში - Sputnik საქართველო
ერთად ერთმანეთისთვის – საზოგადოება დიღომში დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას სთავაზობს

დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

აფეთქების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა, ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი ხარვეზი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ყველა ახალი ამბავი
0