10:25 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2888
  • 100 RUB4.6555
  • USD2.9736
ტრანსპორტი

ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის დასრულება გადავადდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1377)
134 0 0

პროექტი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს, ხოლო საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის დასრულების ვადამ პროექტში შეტანილი ცვლილებების გამო გადაიწია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის სამშენებლო სამუშაოები გასული წლის აგვისტოში დაიწყო და ექვს თვეში უნდა დასრულებულიყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი იმიტომ შეიცვალა, რომ მშენებლობის დროს მინიმალურად მომხდარიყო გამწვანებული გარემოს დაზიანება.

„თავდაპირველად უნდა მოჭრილიყო 47 დიდი და 198 მცირე დიამეტრის ხე-მცენარე, ხოლო გადაირგვებოდა 42 დიდი და 16 პატარა დიამეტრის მცენარე. ახალი პროექტის მიხედვით კი მნიშვნელოვნად ნაკლები ხე-მცენარე მოიჭრება. ამას გარდა პროექტში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს კერძო მესაკუთრეთაგან მიწის გამოსყიდვის საკომპენსაციო ხარჯების შემცირებას", – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტი, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს, ხოლო საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის.

პროექტის მიხედვით, მოძრაობა ასევე განიტვირთება ნუცუბიძის პლატოდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

თემები:
თბილისი დღეს (1377)

მთავარი თემები