თბილისში მშობიარე გრიპით გარდაიცვალა

© Sputnik / STRINGERწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
26 წლის ქალი მშობიარობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ახალგაზრდა ქალი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იმშობიარა, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სავარაუდოდ, გრიპით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

ვაქცინაცია უფასოდ - სააფთიაქო ქსელი "ჯი-პი-სი" განცხადებას ავრცელებს >>

დაღუპული 26 წლის ქალის ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„სამწუხაროდ, სინჯი არ არის აღებული და ამიტომ ამას ლაბორატორიულად ვერ ვადასტურებთ. თუმცა ექიმები ამბობენ, რომ პაციენტს ჰქონდა გრიპი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კარანტინი სკოლაში - Sputnik საქართველო
იაშვილის კლინიკის მთავარმა ექიმმა გრიპთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა

საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1 მძვინვარებს. ვირუსის გართულების გამო უკვე 15 ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით გადაიდო სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში და თბილისის საბავშვო ბაღებში.

 ეპიდემია არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო ურჩევს მოსახლეობას დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმს მიმართონ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ მოქალაქეებს უფასოდ, ექიმის დანიშნულების საფუძველზე გადაეცემათ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი თებერვალ-მარტში გრიპის ვირუსის ახალ აფეთქებას არ გამორიცხავს. სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის აცრის ჩატარებას ურჩევენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0