13:16 19 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2797
  • 100 RUB4.6131
  • USD2.9691
პაციენტები და ექიმები კლინიკაში

საქართველოში 10 დღეში წითელათი დაავადების 60-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 

© Sputnik / STRINGER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს გრიპის ვირუსი უტევს-2018 (50)
261 0 0

საავადმყოფოებში წითელაზე ძირითადად 20-დან 40 წლამდე ასაკის პაციენტები მკურნალობენ

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ინფექციურმა საავადმყოფომ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე წითელას ინფექციით დაავადებული 60-ზე მეტი პაციენტი მიიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ამ ეტაპზე, წითელას მომეტებული რაოდენობაა. მხოლოდ ჩვენი სტაციონარი იღებს წითელათი ინფიცირებულებს, ამისთვის ორი განყოფილება ფუნქციონირებს და შესაბამისად, გრიპით ინფიცირებულთა მიღება მეტ-ნაკლებად შეზღუდული გვაქვს. პირველი იანვრიდან დღემდე წითელათი 60 პაციენტზე მეტი მივიღეთ. პრევალირებს 20-40 წლამდე ასაკი, თუმცა არიან ბავშვებიც და მოზრდილებიც“, – განაცხადა ინფექციონისტმა  მარინა ეზუგბაიამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად საქართველო ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, სადაც წითელას ინფექციური დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული,

წითელათი ინფიცირების რისკ-ჯგუფში 40 წლამდე ყველა მოქალაქე შედის, ვისაც ინფექციის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვს.

საქართველოში წითელაზე აცრა 40 წლამდე მოქალაქეებისათვის უფასოა. რაც შეეხება 40 წელს ზემოთ პირებს, მათთვის ვაქცინაცია იმ შემთხვევაშია უფასო, თუ მათ დაავადებულ ადამიანთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.

თემები:
საქართველოს გრიპის ვირუსი უტევს-2018 (50)

მთავარი თემები