„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 9 იანვარს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ ნინუას, თორნიკე ერისთავის და მექანიზაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის, შარტავას და კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მზია ერისთავის, შალვა ნუცუბიძის, ლეო კვაჭაძის, ივანე ბერიტაშვილის, ინტენსიფიკაციის, დგებუაძის და გვარამიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, იუნკერთა და ჰოლბრუკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, ათონელის, ბარათაშვილის, სულხანიშვილის, გოგჩას, ორბელიანის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ახალი არსენალის პირველი და მეორე ქუჩების, რეხის მეორე, ბოდავის მეორე, ასპინძის მეორე, ლამის მესამე, ახუთის, არგვეთის, რეხის, ქურდიანის, თოფურიძის, ცოტნე დადიანის, ქვალონის, თვალჭრელიძის, გაბისკირიას, ზუგდიდის, დიღომბარის, პეტრე ბაგრატიონის, სტურუას, მახათას, მანგლისის, მახალდიანის,

კელაპტრიშვილის, რაულს ეშბას, ალექსანდრე ყანჩელის, სალიების, ტერენტი გრანელის, ჩეჩელაშვილის, ტყეშელაშვილის და ბიჩინაშვილის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0