ტელეანძის მოდერნიზაციისთვის  10 მილიონი დოლარი დაიხარჯება

© Sputnik / Alex Shlamovტელეანძა
ტელეანძა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინვესტორებთან შეხვედრის შემდეგ თბილისის მერიაში ტენდერის პირობების გადახედვას არ გამორიცხავენ

თბილისი,  21 დეკემბერი  — Sputnik.  თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებაზე 10 მილიონი დოლარი დაიხარჯება, განაცხადა ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილიამ ჟურნალისტებთან. 

მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ - Sputnik საქართველო
თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობაზე ტენდერი ცხადდება

სატელევიზიო ანძის მოდერნიზების პროექტი, სადაც უნდა განთავსდეს ტურისტული ცენტრი, რესტორანი და გადმოსახედი ტერასა, ესტონურმა კომპანია KOKO architects–მა შეიმუშავა. პროექტის დეტალებს პარასკევს ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ.

 „ტელეანძის გაყიდვა არ განიხილება, რამდენადაც იგი სტრატეგიული ობიექტია. ვფიქრობთ გრძელვადიან  25–წლიან იჯარაზე. თუმცა, ბიზნესის მხრიდან  გონივრული წინადადების შემთხვევაში, იჯარასთან დაკავშირებული ვადები, შეიძლება გადაიხედოს“, – განაცხადა ბასილიამ.

კონკურსი ტელეანძის ტურისტულ ცენტრად გარდაქმნის პროექტის შემუშავებაზე აპრილში გამოცხადდა.

თბილისის  ტელეანძა 1972 წელს აშენდა.  მისი სიმაღლე 274,5 მეტრია.



ყველა ახალი ამბავი
0