მაღალმთიან აჭარაში 350 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება

გამოწერა
თოვლის გამო საავტომობილო მიმოსვლა და სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. აჭარის მაღალმთიანეთის ცალკეულ რაიონებში თოვლმა პრობლემები შექმნა, ხულოს მუნიციპალიტეტის დანისპირაულისა და ხიხაძირის სოფლების 350-მდე ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება, იუწყება აჭარის ტელევიზია.

თოვლის საფარმა ამ დროისთვის გოდერძის უღელტეხილზე ნახევარ მეტრს მიაღწია, მაღალი ზონის სოფლებში 15-20 სანტიმეტრია, ხოლო დაბის ტერიტორიაზე – 2-3 სანტიმეტრი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაზიანების ადგილზე ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia-ს ბრიგადები მუშაობენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, უახლოეს პერიოდში მოხდება დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა, რის შემდეგაც მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.

რაც შეეხება საავტომობილო მიმოსვლას, თოვლს გზებზე ტრანსპორტის მოძრაობისთვის პრობლემა არ შეუქმნია. შეუფერხებლად მუშაობს აგრეთვე ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება.

 

ყველა ახალი ამბავი
0