არჩევნები და სკოლის დირექტორის გარდაცვალება: განათლების სამინისტრომ დუმილი დაარღვია

© photo: Sputnik / Stringerგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს განათლების სამინისტრომ სიცრუე უწოდა წინასაარჩევნოდ სკოლის დირექტორზე ზეწოლის ფაქტს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მზადაა ორი დღის წინ ზუგდიდის №6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან ითანამშრომლოს, განაცხადა მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ ბრიფინგზე.

ვინ დაესწრება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას>>>

კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, 2 დეკემბერს მოხვდა. მომხდარში კერზაიას ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მათი სიტყვებით, სკოლის დირექტორზე ზეწოლას პოლიტიკური მოტივებით ახდენდნენ.

„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ განათლების სამინისტრო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, წარმოადგინოს სრული დოკუმენტაცია და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად ითანამშრომლოს, რათა აღნიშნული საქმის შესწავლა საფუძვლიანად მოხდეს. არც ერთი კითხვა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს", – განაცხადა ზედგინიძემ.

მისი სიტყვებით, განათლების სამინისტრო მაქსიმალურად იკავებდა თავს კომენტარებისგან. თუმცა, დუმილის დარღვევა უწყებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მიზანმიმართულად დაიწყო არასწორი ინფორმაციების გავრცელება. ყოველივე ეს ნეგატიურად აისახა სასწავლო პროცესზე, პედაგოგებზე, მოსწავლეებზე და მთლიანობაში განათლების სისტემაზე.

ყველაფერი დაიწყო 9 ნოემბერს სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან – ინსპექციამ ადმინისტრაციული და ფინანსური დარღვევები, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მხრივ პრობლემები აღმოაჩინა, თუმცა სკოლის დირექტორი არ გაუთავისუფლებიათ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი

„სკოლის სამეურვეო საბჭომ მიიღო სამინისტროს მიერ სკოლაში აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში და დაეთანხმა მას, თუმცა დირექტორს თანამდებობა შეუნარჩუნა. არც განათლების სამინისტროს გაუთავისუფლებია დირექტორი", – აღნიშნა ზედგინიძემ.

მიუხედავად ამისა, 9 ნოემბერს კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

კერზაიას ახლობლების სიტყვებით, სკოლაში შემოწმება მას შემდეგ ჩატარდა, რაც დირექტორმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობაზე უარი განაცხადა. მას არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ამომრჩევლის მობილიზებისკენ მოუწოდებდნენ.

კერზაიას შვილმა, ადვოკატმა ბაჩანა შენგელიამ გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა, რომელშიც გამარჯვება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0