საქართველოში სიჩქარის მზომი კიდევ რამდენიმე რადარი ამოქმედდა

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშიე.წ. ჭკვიანი კამერები
ე.წ. ჭკვიანი კამერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის ჯამში 88 სიჩქარის მზომი სექცია ფუნქციონირებს.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში დღეიდან თბილისსა და ზუგდიდში სიჩქარის მზომი სექციური რადარები კიდევ ათ ადგილზე ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში სიჩქარის მზომი კიდევ რამდენიმე რადარი ამოქმედდა>>>

სექციური რადარები 2017 წლიდან მოქმედებს. იგი ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს გზის გარკვეულ მონაკვეთებს შორის.

თბილისში ჭკვიანი კამერები დამონტაჟდა ვარკეთილში, თემქაზე, თბილისის ზღვასთან და კახეთის გზატკეცილზე. ზუგდიდის რაიონში კი რადარები დამონტაჟდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე. დაწვრილებითი ინფორმაციის გაცნობა, თუ სად არის კონკრეტულად დამონტაჟებული „ჭკვიანი კამერები", შსს-ს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.  

ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
ქუჩები თბილისში, სადაც დღეიდან სიჩქარის კონტროლის სექციები ამოქმედდა

შსს-ს ინფორმაციით, საგზაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმების შედეგად, მიმდინარე წლის აგვისტოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ პირთა რაოდენობა 36%-ით, დაშავებულ პირთა რაოდენობა კი 5%-ით შემცირდა.

2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სასჯელი გამკაცრდა. მოქმედებს ე.წ. ქულების სისტემა - მართვის მოწმობას ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევის ჩადენისთანავე მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. ქულების სისტემა ვიდეოჯარიმებზე არ ვრცელდება.

2017 წლის ნოემბრიდან ამუშავდა „ჭკვიანი კამერები“, რომელთა უპირატესობა იმაშია, რომ მათ სამართალდარღვევის განსაზღვრა და ჯარიმის გამოწერა ავტომატურ რეჟიმში შეუძლიათ. ისინი ფუნქციონირებენ ვიდეოანალიტიკური პროგრამის მეშვეობით, რომელიც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში არსებობს.

დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ჯამში სიჩქარის მზომი 88 სექცია ფუნქციონირებს. ხოლო სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით ქვეყნის მასშტაბით ჯამში 319 კმ სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0