უმრავლესობის აზრით, მისი ავტომობილი ტექდათვალიერებას გაივლის – Sputnik-ის გამოკითხვა

© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილების „საცობი" თბილისში
ავტომობილების „საცობი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველო" შეეცადა გაეგო, მზადაა თუ არა მკითხველთა ავტომობილები ტექდათვალიერების გასავლელად.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik.Sputnik-საქართველოს" მკითხველთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მისი ავტომობილი ტექნიკურ დათვალიერებას გაივლის, ამაზე მეტყველებს ახალი ამბების ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კითხვაზე „გაივლის თუ არა თქვენი ავტომობილი ტექდათვალიერებას", გამოკითხვაში მონაწილეთა 56%-მა უპასუხა, რომ გაივლის.

თბილისი - Sputnik საქართველო
ხელისუფლება ავტომობილების ტექდათვალიერებას ონლაინ-რეჟიმში დააკვირდება

მკითხველთა 8 პროცენტს მიაჩნია, რომ მისი ავტომობილი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, ხოლო 16%-მა – არ იცის. 20%-მა აღნიშნა, რომ ავტომობილი არ ჰყავს.

პირველ ეტაპზე, 2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო იყო სამგზავრო (8 ადგილზე მეტი) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებისთვის.

1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო. შემოწმებას დაექვემდებარა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კი მესამე ეტაპი დაიწყო – სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას დაექვემდებარა დიდი მოცულობის ძრავის (3,0 და მეტი) მქონე ავტომობილები.

სად გაქრა უკანა სავარძლები თბილისის სამარშრუტო ტაქსებში>>

2019 წლის 1 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული ყველა მსუბუქი ავტომანქანა გაივლის.

ყველა ახალი ამბავი
0