საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო თბილისში გზები გადაიკეტება

© Sputnik / Alexander Imedashviliრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლო განათების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საახალწლო განათების მონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საახალწლო განათება - Sputnik საქართველო
რამდენი  დაუჯდება თბილისს საახალწლო გაფორმება

კერძოდ, დღეს, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.

თბილისში საახალწლო განათების მონტაჟი 7 ნოემბერს დაიწყო. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე „თბილსერვის ჯგუფი" საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის გარეუბნებიდან იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს.

„თბილსერვის ჯგუფის" ცნობით, 2019 წელს დედაქალაქის უფრო მეტი უბანი შეხვდება საახალწლო დეკორაციებით.

დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერია ორ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. გასულ წელს დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე მერიამ 3 მლნ ლარი დახარჯა.

 

ყველა ახალი ამბავი
0