თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სამშაბათს ქვეყნის დიდ ქალაქებში გრიპის საწინააღმდეგო ერთდღიან უფასო ვაქცინაციას ატარებს, ნათქვამია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
აცრის ჩატარება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. უფასო ერთდღიანი აქცია 4 დეკემბერს ჩატარდება თბილისში, გორში, ბათუმში, ქობულეთში, ქუთაისში, ასევე რამდენიმე სხვა დასახლებულ პუნქტში.
კონკრეტულ ქალაქში სამედიცინო პუნქტების ზუსტი მისამართის დადგენა შესაძლებელია ტელეფონის ნომრებზე 599 515 199; 599 216 701.
გრიპის ვაქცინაცია ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ვირუსული დაავადებით არ არის ავად. აცრის გაკეთება შემოდგომაზე – გრიპის ვირუსის დაწყებამდე სჯობს.
სხვა დღეებში გრიპის უფასო ვაქცინაცია ეკუთვნით რისკ-ჯგუფში შემავალ პირებს, მათ შორის, მედპერსონალს, ორსულებს, აივ-ინფიცირებულებს, დიალიზზე მყოფ პირებსა და С-ჰეპატიტით დაავადებულებს.
აცრის ღირებულება 30-დან 50 ლარამდე მერყეობს.
ქვეყანაში ჯერჯერობით გრიპის მსგავსი დაავადებები ცირკულირებს.