06:21 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
შსს-ს რეგიონული ქვედანაყოფებისათვის ახალი ავტომობილების გადაცემა

ქართველმა პოლიციელებმა ახალი ავტომობილები მიიღეს

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgia
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
68 0 0

მიმდინარე წლის თებერვალში იაპონიის მთავრობამ შსს-ს 96 ჰიბრიდული და ელექტრომობილი გადასცა

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. შსს-ს დედაქალაქის და რეგიონული ქვედანაყოფების ავტოპარკი Toyota Hilux-ის მარკის 180 ახალი ავტომობილით შეივსო, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მანქანების გადაცემის ცერემონია მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიება უწყების ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობაზე დანიშვნის მომენტიდან ამოქმედდა.

„ავტოტრანსპორტის დიდი ნაწილი რეგიონებში იქნება გაგზავნილი და ის პრობლემები, რომელზეც ჩვენ ყოველ დღე ვსაუბრობთ, რომ გვაკლია აღჭურვილობა, ტექნიკა და ტრანსპორტი რეგიონებში, ნელ-ნელა ამას ყველაფერს მოვაგვარებთ“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, უწყება საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლებაზე მომავალშიც იმუშავებს.

„თუმცა, ყველაფერთან ერთად, ისიც გვესმის, რომ მარტო აღჭურვილობა საკმარისი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია ის შემართება, რა შემართებითაც თითოეული პოლიციელი, თითოეული ჩვენი კოლეგა იშრომებს ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის დასაცავად და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა მან.

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი ხელს უწყობს თანამედროვე, პოლიტიკურად ნეიტრალური, სანდო და ეფექტიანი პოლიციის ჩამოყალიბებას, რის შედეგადაც უწყების თანამშრომლებს სათანადო სოციალური და შრომის პირობები მაქსიმალურად ექნებათ უზრუნველყოფილი, აღნიშნეს შსს-ში.

გახარია შსს-ს სათავეში 2017 წლის ნოემბერში ჩაუდგა. ამ პერიოდში უწყებაში ადამიანთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა, დაიწყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების გადამზადება, გაჩნდნენ მართლწესრიგის ოფიცრები - უბნის რწმუნებულის თანამედროვე ანალოგი.

გარდა ამისა, გახარიას მინისტრობის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ხელფასი 250 გაეზარდათ. 2019 წლიდან უწყების დანარჩენი თანამშრომლების ხელფასების გაზრდა იგეგმება.

 

მთავარი თემები