16:07 10 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0324
  • 100 RUB3.9852
  • USD2.6682
პოლიცია

საქართველოს შსს 8,6 მილიონ ლარად ავტომობილებს შეიძენს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
60 0 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო 60 პიკაპისა და 88 ჰეჩბეკის შეძენას გეგმავს.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 148 მსუბუქი ავტომობილის შესაძენად, რომლებშიც 8,6 მილიონი ლარის გადახდას აპირებს, ორი ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ერთი ტენდერი არანაკლებ 2018 წლის გამოშვების მაღალი გამავლობის პიკაპის ტიპის 60 ავტომობილის შეძენას ეხება. ძრავის მოცულობა – 2,2 ლიტრი, სიმძლავრე – არანაკლებ 102 ცხენის ძალა, გადაცემათა კოლოფი – ხუთსიჩქარიანი, მექანიკური. ავტომობილმა შერეულ რეჟიმში 100 კილომეტრზე მაქსიმუმ 10,3 ლიტრი საწვავი უნდა მოიხმაროს.

მეორე ტენდერის თანახმად, შსს გეგმავს არანაკლებ 2018 წლის გამოშვების ჰეჩბეკის ტიპის 88 მსუბუქი ავტომობილის შეძენას.

ძრავის მოცულობა – 1,4-დან 1,6 ლიტრამდე, სიმძლავრე – 100-დან 102 ცხენის ძალამდე, გადაცემათა კოლოფი – არანაკლებ ხუთსიჩქარიანი. შერეულ რეჟიმში 100 კილომეტრზე ავტომობილმა 6 ლიტრზე მეტი საწვავი არ უნდა გამოიყენოს.

ყველა ავტომობილი სამინისტროს 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა მიეწოდოს.

 

მთავარი თემები