„თბილისობა – 2018": დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა

გამოწერა
ცნობილია საქართველოს დედაქალაქის უმთავრესი დღესასწაულის, „თბილისობა–2018"-ის პროგრამა, რომელიც 6–7 ოქტომბერს გაიმართება.

ძირითადი სადღესასწაულო ღონისძიებები დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანსა და ლეღვთახევის ტერიტორიაზე გაიმართება.

2018 წელს „თბილისობა" 34-ედ აღინიშნება. პირველად იგი 1979 წელს იზეიმეს. ღონისძიების ინიციატორი ცნობილი ქართველი მოგზაური, ეთნოგრაფი და ჟურნალისტი გვანჯი მანია იყო. საქართველოში 1989-1994 წლებში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო „თბილისობას" არ აღნიშნულა, თუმცა 1995 წლიდან დღესასწაული აღდგა.

დაგეგმილი ღონისძიებები პროგრამა:

6 ოქტომბერი

რიყის პარკი

12:00–20:00 – გასტრონომიული ფესტივალი 

13:00 – 20:00 – ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“  
11:00 – 19:00 – საბავშვო გასართობი პროგრამა 
14:00 – 18:00 – ცოცხალი მუსიკა 
12:00 – 18:00 – რარიტეტული მანქანების გამოფენა 
ლეღვთახევი

13:00 – 17:00 – მხატვრების, ფოტოხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 
13:00 – 17:00 – საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 
14:00 – 17:00 – ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი 
14:00 – 17:00 – პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ 
15:00 – 17:00 – პროექტი „გვიდირიჟორე“ 

18:00 – 19:00 – ცოცხალი მუსიკა - ბენდი killages 
20:00 – 21:00 – გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“ 
დედაენის ბაღი 

12:00 – 18:00 - სპორტული და გასართობი ღონისძიებები:

ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება;
ტურნირები ნარდში;
მხატვრული ტანვარჯიში - საჩვენებელი გამოსვლა;
აკრობატიკა - საჩვენებელი გამოსვლა;
შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“
ბატუტი - საჩვენებელი გამოსვლა;
ბოჩა (შშმ პირებისთვის);
ტურნირი მინი გოლფში;
შეჯიბრი მკლავჭიდში;
მაგიდის ჩოგბურთი;
ძალოსნობა - საჩვენებელი გამოსვლა;
ევროპის მოედანი;

20:00 – მიუზიკლი - „თბილისური ვოდევილი“ (პრემიერა) 

7 ოქტომბერი

რიყის პარკი 

12:00 – 20:00 – გასტრონომიული ფესტივალი 

13:00 – 20:00 – ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“  
11:00 – 19:00 – საბავშვო გასართობი პროგრამა 
14:00 – 15:00 – საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“ 
14:00 – 18:00 – ცოცხალი მუსიკა 
12:00 – 18:00 – რარიტეტული მანქანების გამოფენა 
ბარათაშვილის ქუჩა

14:00 – კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა და ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი 

ლეღვთახევი

13:00 – 17:00 – მხატვრების, ფოტო ხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 
13:00 – 17:00 – საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა 
14:00 – 17:00 – ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი 
14:00 – 17:00 – პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ 
16:00 – 18:00 – ცოცხალი მუსიკა - დაუვიწყარი კონცერტი - ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით - „მექი დანა და მისი მეგობრები“ 
19:00 – 21:00 – ყველაზე მოთხოვნადი პროექტი „გვიდირიჟორე“ 
21:00 – 22:00 – გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“ 
დედაენის ბაღი

12:00 – 18:00 - სპორტული და გასართობი ღონისძიებები:

ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება;
ტურნირები ნარდში;
მხატვრული ტანვარჯიში - საჩვენებელი გამოსვლა;
აკრობატიკა - საჩვენებელი გამოსვლა;
შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“
ბატუტი - საჩვენებელი გამოსვლა;
ბოჩა (შშმ პირებისთვის);
ტურნირი მინი გოლფში;
შეჯიბრი მკლავჭიდში;
მაგიდის ჩოგბურთი;
ძალოსნობა - საჩვენებელი გამოსვლა;
კარატე - საჩვენებელი თამაშები;
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი

19:30 – საპატიო თბილისელის დაჯილდოება და გალა–კონცერტი „ჩემო თბილის ქალაქო“ – რევაზ ლაღიძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0