პირველი iPhone XS Max-ი საქართველოში 35 ათას ლარად გაიყიდება

© courtesy of AKKetiPhone Xs Max
iPhone Xs Max  - Sputnik საქართველო
გამოწერა
iPhone XS Max-ს Apple-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ეკრანი აქვს

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ახალი თაობის სმარტფონი iPhone XS Max-ი 22 სექტემბრიდან გამოჩნდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

არსებული ინფორმაციით, პირველი iPhone XS Max-ი 35 ათასი ლარი ეღირება, მისი საბაზრო ღირებულება კი $1099-დან იწყება. ეს Apple-ის მიერ გამოშვებული ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონია. მეტიც, iPhone XS Max-ის საწყისი მოდელი ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სმარტფონის საწყის მოდელთან შედარებით უფრო ძვირია.

12 სექტემბერს Apple-მა iPhone-ბის სამი ახალი მოდელი წარადგინა - iPhone XS, iPhone XS Max და iPhone XR. ყველა მათგანი iPhone X-ის მსგავსია -  „უჩარჩო" ეკრანით და ზედა ზოლით, რომელშიც დამალულია Face ID (ღილაკი Home თითის ანაბეჭდის სენსორით აღარ არის).

iPhone X - Sputnik საქართველო
როგორია iPhone-ს ახალი მოდელი: ქსელში ფოტოები გამოჩნდა

iPhone XS Max რეალურად iPhone X-ის დიზაინზე დაფუძნებული უფრო დიდი ზომის სმარტფონია 6,5 დუიმიანი გიგანტური ეკრანით, (Apple-ის ისტორიაში უდიდესი), მისი აკუმულატორი Phone X-თან შედარებით, ნახევარ საათზე მეტს ძლებს.

სმარტფონი ექვსბირთვიან A12 Bionic პროცესორზე მუშაობს, რომელიც, ამ ეტაპზე, ბაზარზე ყველაზე ინოვაციურ მოდელად ითვლება. Apple-ში აცხადებენ, რომ ეს პროცესორი სმარტფონის მუშაობის სიჩქარეს 30% -ით ააჩქარებს iPhone X-თან შედარებით. ტელეფონი ორმაგი 12 მეგაპიქსელიანი კამერითაა აღჭურვილი - ფართოკუთხოვანი მოდულითა და ტელეფოტო მოდულით, ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემითა და ორმაგი ოპტიკური ზუმით. პორტრეტული რეჟიმისთვის მას 7 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა აქვს.

ასევე გაუმჯობესებულია Face ID სახის ამომცნობის ალგორითმი და ის ბევრად სწრაფად რეაგირებს. iPhone XS Max-ი წყალგამძლე IP 68 სტანდარტითაა დამზადებული და მისი მოხმარება წყალქვეშ 2 მეტრის სიღრმეზეა შესაძლებელი.

XS და XS Max გახდა Apple-ის პირველი სმარტფონები, რომლებსაც ორი ბარათის მხარდაჭერა ექნება. ტელეფონები ვარდისფერ და ნაცრისფერ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი - 64, 256 და 512 გიგაბაიტიანი ვერსიებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0