ზემო ლარსი დღეს: ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© photo: Sputnik / Vladimir Ivanov / გადასვლა მედიაბანკშიზემო ლარსი
ზემო ლარსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
4 სექტემბერს 11:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე საქართველოს სამხედრო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღნიშნული საავტომობილო გზის 125–133 კმ მონაკვეთზე გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოების გამო დღეს, 11:00 სთ-დან 12:00სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

„ყაზბეგი–ზემო ლარსი" ამჟამად საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0