სასტუმრო „ველმონდის“ საქმე სასამართლომ გადაწყვიტა

© Sputnik / Seyran Baroyanსასტუმრო „ველმონდი" („ლეოგრანდი") ბათუმში
სასტუმრო „ველმონდი („ლეოგრანდი) ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე პრობლემური სასტუმროში კვამლის გამწოვი სისტემის არარსებობაა, რასაც შეეწირა გასულ წელს ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. სასტუმრო „ველმონდთან“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო – სასტუმროს სტუმრები დღეს და ხვალ უმტკივნეულოდ უნდა გადაიყვანონ სხვა შენობაში, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა.

გასულ წელს სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს ირანის ერთი და საქართველოს 10 მოქალაქე ემსხვერპლა, 21 ადამიანს კი სამედიცინო დაწესებულებაში დახმარება დასჭირდა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოთხმხრივი მოლაპარაკება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სასტუმროს ადმინისტრაციას, აჭარის მთავრობასა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს შორის. მოლაპარაკების მიზანია, რომ სასტუმროს სტუმრები დღეს და ხვალ უმტკივნეულოდ გადაიყვანონ სხვა შენობაში. ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი გართულების გარეშე წარიმართოს“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ლეოგრანდი - Sputnik საქართველო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ლეოგრანდის" დახურვას მოითხოვს

მისი თქმით, ყველაზე პრობლემური სასტუმროში კვამლის გამწოვი სისტემის არარსებობაა, რასაც შეეწირა გასულ წელს ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე.

„24-სართულიანი სასტუმროს შემთხვევაში, ხანძრის დროს, ადამიანს, სანამ მეხანძრე-მაშველი ჩამოიყვანს, ის კვამლისგან არ უნდა გაიგუდოს. მთელი მსოფლიო ამ სახანძრო პრინციპით მოქმედებს“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია გამოიჩენს კეთილგონიერებას და მიცემულ დროში მოახერხებს პროცესის უმტკივნეულოდ ჩატარებას

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო „ლეოგრანდს", რომელიც ამჟამად „ველმონდის" სახელით ფუნქციონირებს, საქმიანობის უფლება შეუჩერა ივლისშიც და მაშინაც მთავარი პრობლემა კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების დაუმონტაჟებლობა იყო.

„ველმონდი" ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს აშენდა ზღვის სანაპიროზე, პორტის მახლობლად. აჭარის მთავრობის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენცდარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0