ბათუმის ავტობუსები საბარათე სისტემაზე გადავიდა

გამოწერა
უბილეთო მგზავრებს კონტროლიორები დააჯარიმებენ, რომლებიც პროცესებს სხვადასხვა გაჩერებაზე გააკონტროლებენ

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში დღეიდან კონდუქტორები აღარ იმუშავებენ, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ბათუმის მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა საბარათე სისტემაზე სრულად 16 აგვისტოდან  გადავიდა. შესაბამისად, მგზავრებს ბილეთის ყიდვა კონდუქტორებთან აღარ მოუწევთ და მხოლოდ ელექტრონულად შეიძენენ.

ელექტრონული ბარათის ყიდვა საქართველოს ბანკის ფილიალებსა და სწრაფი გადახდის აპარატებშია შესაძლებელი. მათი ადგილმდებარეობის შესახებ  ინფორმაცია ავტობუსებშია გამოკრული.

უბილეთო მგზავრებს კონტროლიორები დააჯარიმებენ, რომლებიც მგზავრებს სხვადასხვა გაჩერებაზე შეამოწმებენ.

ყველა ახალი ამბავი
0