02:21 19 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0352
  • 100 RUB3.9895
  • USD2.6655
გაწმენდითი სამუშაოები თუშეთის გზაზე

თუშეთის მიმართულებით მოძრაობა კვლავ აკრძალულია - ახმეტის მერი მოსახლეობას აფრთხილებს

© FB / Roads Department of Georgia
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (112)
104 0 0

დამეწყრილ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. უამინდობის გამო თუშეთის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილება ისევ აკრძალულია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მიწა და ქვა-ღორღი გადაუღებელი წვიმების შედეგად ორი დღის წინ ჩამოიშალა, გზაზე გუშინ მთელი დღის განმავლობაში მოძრაობა აკრძალული იყო. აკრძალვა დაწესდა ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 24-52-კმ. მონაკვეთზე. 

როგორც „Sputnik-საქართველოს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე კვლავ აკრძალვის გუშინდელი რეჟიმი მოქმედებს. კერძოდ, შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ახმეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის განცხადებით, დამეწყრილ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება. 

„დაზიანებულ მონაკვეთებზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას. უხვმა ნალექმა ტბის დონე გაზრდა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალა. მოსახლეობას თხოვნით მივმართავთ და ვაფრთხილებთ, რომ თავი შეიკავონ თუშეთში გადაადგილებისგან, ვიდრე არ გამოიდარებს“, — განაცხადა ახმეტის მერმა.

საქართველოში ძლიერი წვიმები ხუთშაბათს დაიწყო. ზოგიერთ რეგიონში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალკეულ მონაკვეთებზე დროებით შეფერხდა. უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზები დაიტბორა და მოქალაქეები გარკვეული შეზღუდვებით გადაადგილდებოდნენ.


თემები:
უამინდობა საქართველოში (112)

მთავარი თემები