საქართველოს პირველი პირები პატრიარქს ილიაობის დღესასწაულს ულოცავენ

© Sputnik / STRINGERილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილია მეორემ მილოცვები მსოფლიოს უმაღლესი სასულიერო პირებისგანაც მიიღო

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს პირველი პირებისგან ანგელოზის დღესთან დაკავშირებით მილოცვები მიიღო.

2 აგვისტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღესაც აღნიშნავს. ილია მეორე ამ დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს მოსახლეობას ილიაობის დღესასწაული საკუთარი Facebook-გვერდიდან მიულოცა.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
მსოფლიოს უმაღლესი სასულიერო პირები ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავენ

„თქვენო უწმინდესობავ, წყალობა და მფარველობა არ მოკლებოდეს თქვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლსა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას. სიმხნევესა და ჯანმრთელობას გისურვებთ ჩვენი ერის საკეთილდღეოდ",- ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც განცხადებაში.

ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს. დღევანდელი დღესასწაული განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჩვენთვის. თქვენი სიცოცხლე სამშობლოს მიუძღვენით და თქვენს მტკიცე გვერდში დგომასა და მამობრივ მზრუნველობას ყოველთვის გრძნობდა ქართველი ერი. სწორედ უფლის ნება იყო, რომ 40 წლის წინ, საქართველოს ეკლესიას ჩაუდექით სათავეში, საქართველო კი ჭეშმარიტად იღბლიანი ქვეყანაა, რომ ერის სულიერი მამა თანამედროვეობის ერთერთი უდიდესი სასულიერო მოღვაწე გახდა", — ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორემ მილოცვები მიიღო ასევე მსოფლიო პატრიარქ კონსტანტინეპოლის ბართლომეოსისგან, სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოს იერონიმე მეორისგან და რომის პაპ ფრანცისკესგან.

ყველა ახალი ამბავი
0