ქართველი პოეტის ბიუსტს რუმინეთის ერთ-ერთ ქალაქში დადგამენ

© photo: Sputnik / Rodion Procaრმინეთი, ქალაქი იასი
რმინეთი, ქალაქი იასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისი და ქალაქი იაში მეგობრული ურთიერთობების დამყარებას გეგმავენ.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და რუმინეთის მეგობრობის მოედანი გაჩნდება ქალაქ იაშის ისტორიულ ნაწილში, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, მოედნის ცენტრში ქართველი პოეტის ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი დაიდგმება. გადაწყვეტილება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის და ქალაქ იაშის მერის მიხაი კირიკას შეხვედრისას იქნა მიღებული.

ანაკლია - აქ იქნება პორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს და რუმინეთის პორტები დამეგობრდებიან

საქართველოს ელჩმა ქალაქის მერს ასევე გააცნო ინიციატივა ქუთაისისა და იაშის დამეგობრების შესახებ. იაშის მერმა სრული მზადყოფნა გამოთქვა  ხელი შეუწყოს მჭიდრო თანამშრომლობას ქუთაისისა და იაშის ბიზნესის და აკადემიურ წრეებს შორის. მან ასევე ხაზი გაუსვა კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ქართველი პოეტი ბესიკ გაბაშვილი ქალაქ იაშში 1791 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა და წმინდა პარასკევას საკათედრო ტაძრის სასაფლაოზე იქნა დაკრძალული. მე-19 საუკუნის ბოლოს სასაფლაო გაუქმდა. დღეისთვის პოეტის საფლავი დაკარგულია, თუმცა შემონახულია საფლავის ქვა, რომელიც ქალაქის ისტორიულ მუზეუმში ინახება.

პოეტის სახელობისაა თბილისში — ბესიკის ქუჩა, ხოლო ქუთაისში – „ბესარიონ გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი“.

ყველა ახალი ამბავი
0