კულტურის ახალი მინისტრი თბილისის თეატრების პრობლემებით დაინტერესდა

გამოწერა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თბილისის თეატრების დირექტორებთან და სამხატვრო ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ იგი აბსოლუტურად ღიაა თანამშრომლობისთვის.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის თეატრების დირექტორებსა და სამხატვრო ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებთანაც მომავალი თანამშრომლობის ფორმატი და პრიორიტეტები განიხილა.

მთავრობის კანცელარიის შენობა - Sputnik საქართველო
ყოფილმა მინისტრებმა სამსახური იშოვეს

მინისტრმა თეატრების ხელმძღვანელებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მისი სიტყვებით, კულტურის სფეროს განვითარებისთვის აუცილებელია ერთიანი ხედვის ფორმულირება.

„კულტურა, ისევე, როგორც განათლება და სპორტი, ჩვენთვის პრიორიტეტულია. მე აბსოლუტურად ღია ვარ თქვენთან თანამშრომლობისთვის, ყოველთვის მოვისმენ თქვენ მოსაზრებას და ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბებთ განვითარების იმ სტრატეგიას, რომელიც ამ სფეროს უფრო ეფექტურს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის", — განაცხადა ბატიაშვილმა.

შეხვედრისას თეატრების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე, მინისტრმა კი, თავის მხრივ, მათ თითოეული პრობლემური საკითხის საფუძვლიანად შესწავლის პირობა მისცა.

ბატიაშვილი საქართველოს მთავრობაში ახალი სახეა, მას ახალი სამინისტრო ჩააბარეს, რომელიც აერთიანებს განათლებისა და მეცნიერების და კულტურისა და სპორტის სამინისტროებს.

ყველა ახალი ამბავი
0