17:35 26 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0798
  • 100 RUB3.9875
  • USD2.6184
INTERPOL

დამნაშავეები ვერ დაიმალებიან: მესაზღვრეებისთვის ინტერპოლის ბაზა ხელმისაწვდომია

© FB / Interpol
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
163 0 0

მანამდე მესაზღვრეებს მოპარული დოკუმენტებისა და მოპარული ავტომობილების ბაზასთან ჰქონდათ წვდომა

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik.  საქართველოს სასაზღვრო–გამშვებ პუნქტებზე ინტერპოლით  ძებნილ  პირთა მონაცემთა ბაზა ჩაირთო, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

 „საქართველოს სასაზღვრ– გამშვები პუნქტების თანამშრომლებს უკვე აქვთ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზის პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა. აქამდე თანამშრომლებს მხოლოდ ინტერპოლის ხელთ არსებული მოპარული/დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების მონაცემთა სრულ ბაზასთან (SLTD) და ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზასთან (SMV) ჰქონდათ პირდაპირი წვდომა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს–ს თანამშრომლებისთვის  პოლიციის აკადემიაში ჩატარდა სემინარი თემაზე — „ინტერპოლის საინფორმაციო ბაზასთან ელექტრონული კავშირის შესახებ“, რომელსაც   სასაზღვრო–გამშვები პუნქტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 

საქართველოს მესაზღვრეები ორგანიზაციის  მოპარული და დაკარგული  დოკუმენტების (SLTD)  მონაცემთა ბაზას 2014 წლიდან იყენებენ, ხოლო 2015 წლიდან იყენებენ  მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (SMV) მონაცემთა ბაზას.


მთავარი თემები