კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“: სვანეთში მომხდარი წყალდიდობა ჰესის მშენებლობის ბრალი არ არის

გამოწერა
უცხოელი ინვესტორები მზად არიან ადგილობრივებს წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება აღმოუჩინონ

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik.  ჰიდროელექტროსადგური „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა  სოფელ ჭუბერში  მომხდარ წყალდიდობასთან  დაკავშირებული არ არის, ნათქვამია კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მაშველების მუშაობა  შავ ზღვაში - Sputnik საქართველო
წელს საქართველოში ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო

სოფელ ჭუბერში უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა – ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება. ადგილობრივები წყალდიდობის მიზეზად ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ასახელებენ.

„გვსურს განვმარტოთ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე  „ნენსკრა ჰესის“  მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით. 

შესაბამისად შექმნილი ვითარება ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ სასწრაფო წესით იქნება მობილიზებული ტექნიკა, რათა აუცილებლობის შემთხვევაში  მოხდეს  ადგილობრივ მოსახლეობისთვის  შესაბამისი დახმარების აღმოჩენა.  

ადიდებული მდინარე - Sputnik საქართველო
სტიქია სვანეთში – ჩამოშლილი მთა, ჩახერგილი მდინარე და დატბორილი ჭუბერი

მდინარე ენგურის ერთ–ერთ შენაკადზე, მდინარე ნენსკრაზე საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა იგეგმება,  რომლის სიმძლავრე 280 მეგავატი იქნება.

„ნენსკრა ჰესი“ ყოველწლიურად 1,2 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სადგური ენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი სრულად 2021 წელს დასრულდება.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 214 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოყო, ევროპის საინვესტიციო ბანკმა 150 მლნ აშშ დოლარი, კორეულმა განვითარების ბანკმა კი 87,6 მლნ აშშ დოლარი. 

„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის პროექტს სს „საპარტნიორო ფონდი“ კორეის კომპანია Kwater-თან ერთად ახორციელებს. 


ყველა ახალი ამბავი
0