19:10 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
ერთიანი ეროვნული გამოცდები

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს იწყება

© photo: courtesy of NAEC Georgia
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (214)
27010

აბიტურიენტებს ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ – სამ სავალდებულო და ერთ შერჩევით საგანში.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, ნათქვამია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2018 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები 2,4 ათასზე მეტმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა. მოსწავლეების დიდი ნაწილი, რომლებმაც გამოცდები ვერ ჩააბარეს, მეთორმეტე კლასის მოსწავლეები არიან, ნაწილი კი ის მოსწავლეები, რომლებმაც წინა წელს ვერ გადალახეს ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში. წელს გამოსაშვებ გამოცდებზე 49 ათასი მოსწავლე გავიდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი:

2-3 ივლისი — ქართული ენა და ლიტერატურა;

5-6 ივლისი — ზოგადი უნარები;

9-10 ივლისი — ინგლისური ენა;

9 — ივლისი — რუსული ენა;

10 — ივლისი - ფრანგული ენა;

10 — ივლისი — გერმანული ენა;

13 — ივლისი — მათემატიკა;

16 — ივლისი — გეოგრაფია;

17 — ივლისი — ისტორია;

19 — ივლისი — ლიტერატურა;

20 — ივლისი — ბიოლოგია;

24 — ივლისი — სამოქალაქო განათლება;

25 — ივლისი — სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

25 — ივლისი — ქიმია;

26 — ივლისი — ფიზიკა.

წელს აბიტურიენტებს რამდენიმე სიახლე ელით. კერძოდ, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს საშუალებას აძლევს გამოცდაზე, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი გელიანი (ტუშის) კალამი შეიტანონ. გასულ წლებში აბიტურიენტები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას ეროვნულ გამოცდებზე კალმების ხარისხთან დაკავშირებით და აცხადებდნენ, რომ გამოცდის დროს მათ მათი შეცვლა რამდენჯერმე უწევდათ. შექმნილია ვებ-გვერდი, სადაც განთავსდება ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.

როგორ შეიცვლება დაფინანსების სისტემა საქართველოს უნივერსიტეტებში>>>

წელს კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება — აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან.

აბიტურიენტს ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. აქედან სამი სავალდებულო საგანია: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და კიდევ ერთი შერჩევითი გამოცდა — ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო სამართალი. სწორედ ამ ბოლო საგნებს შეეხება სიახლე.

გამონაკლისია ის აბიტურიენტები, რომლებმაც მიიღეს განათლება საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ისინი შერჩევით საგნებში გამოცდის ჩაბარებას რუსულ ენაზე შეძლებენ.

სპეციფიკიდან გამომდინარე ზოგად უნარებში გამოცდა ჩატარდება ქართულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე.

ზოგად უნარებში ძირითადი სიახლე შეეხება ანალოგიების ბლოკს. ამიერიდან ის ტესტში წარმოდგენილი იქნება არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებათა ბლოკთან ერთად. ანალოგიები აიგება ტექსტში გამოყენებული სიტყვების მიხედვით.

აბიტურიენტები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შეღავათებით ისარგებლებენ>>>

იცვლება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმიც. აბიტურიენტმა ნამუშევარში გამოთქმული აზრის სასარგებლოდ ორი არგუმენტი მაინც უნდა მოიყვანოს და ამით მსჯელობის უნარი გამოავლინოს.

არგუმენტირებული ესეს შეფასების მაქსიმალური ქულა იქნება 24, ნაცვლად 20-სა.

თითოეული საგნის გამოცდაზე გასვლის ღირებულება 10 ლარია.

თემები:
განათლება საქართველოში (214)

მთავარი თემები