გერმანული სპერმა, თელავის მერია და „ლეიბორისტი" ძროხა

© photo: Sputnikძროხა
ძროხა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თელავის მერიას გერმანიიდან ხარის სპერმის შემოტანის გამო თავის მართლება მოუწია.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკა ვარდოშვილი თელავის მერიასთან ძროხასთან ერთად მივიდა და მისი განაყოფიერება მოითხოვა, იუწყება ტელეარხი Imedi.

კუკიის სასაფლაო - Sputnik საქართველო
„მჯდომიარე თუ მწოლიარე“ მიცვალებულები – დილემა საკრებულოების წინაშე

ვარდოშვილმა ამ ფორმით გააპროტესტა ძროხების ხელოვნურად განაყოფიერების მიზნით გერმანიიდან ხარის სპერმის შემოტანა.

„ეს „ქართული ოცნების" ერთადერთი მიღწევაა და მე აქ მოვიყვანე ჩემი ძროხა, რომ მისით დაიწყოს ამ „დიდი პროექტის“ განხორციელება", — აღნიშნა ვარდოშვილმა.

თელავის მერიაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ძროხების განაყოფიერებისთვის სპერმის გამოგზავნის ყველა ხარჯები საკუთარ თავზე გერმანულმა ქალაქმა ბიბერახ-ან-დერ-რისმა აიღო და ეს კახელი ფერმერების დახმარების პროგრამის ნაწილია.

ყველა ახალი ამბავი
0