გაფიცვა არ შედგა: ჭიათურელ მეშახტეებს ხელფასები გაუზარდეს

გამოწერა
მეშახტეები, გაფიცვის მუქარით, ხელფასებისა და სოციალური შეღავათების გაზრდას ითხოვდნენ.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. რვა შახტისა და ჭიათურის მანგანუმის მომპოვებელ ჰოლდინგში გაერთიანებული ხუთი საწარმოს თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდებათ, ნათქვამია „ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის" განცხადებაში.

რვა შახტისა და ხუთი საწარმოს სატრანსპორტო და მექანიკური განყოფილების თანამშრომლები მასობრივ გაფიცვას აპირებდნენ. ისინი ითხოვდნენ ხელფასის 5%-ით მომატებას, ასევე სოციალური შეღავათების გაზრდას, ხელფასების ინდექსაციას 2019 წლის 1 იანვრიდან ინფლაციის დონის გათვალისწინებით.

მაღარო - Sputnik საქართველო
ჭიათურის მაღაროში დაღუპულის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს

ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, თანამშრომლებს ხელფასები მოემატებათ 10%-ით და პროფკავშირებთან ერთად შემუშავდება პრემიების გაცემის გეგმა.

ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროფკავშირები მონაწილეობას მიიღებს საწარმოო დაგეგმვასა და დამსაქმებლებთან თანაწორუფლებიანი თანამშრომლობის მექანიზმების შექმნაში.

ჭიათურაში ყოველწლიურად მოიპოვებენ და ამუშავებენ 1,6 მილიონ ტონა მანგანუმის მადანს. მანგანუმის კონცენტრატისა და მანგანუმის მადნის ექსპორტმა 2018 წლის იანვარ-აპრილში 594,6 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ამ პერიოდში ქვეყნის ექსპორტის საერთო მოცულობის 0,06%-ია.

ყველა ახალი ამბავი
0