სკოლა სათანადო განათლებას ვერ აძლევს – „Sputnik-საქართველოს" მკითხველის მოსაზრება

© photo: Sputnik / Fuad Gasanovსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსაზრებას, რომ სკოლა მოსწავლეებს სათანადო განათლებას ვერ აძლევს, იზიარებს გამოკითხულთა 71 პროცენტი.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik.Sputnik-საქართველოს" მკითხველის უმრავლესობის აზრით, მოსწავლეები საატესტატო გამოცდებს იმიტომ ვერ აბარებენ წარმატებით, რომ სკოლა მათ სათანადო ცოდნას ვერ აძლევს — ასეთია გამოკითხვის შედეგები.

ამ მოსაზრებას ემხრობა გამოკითხულთა 71 პროცენტი. 7,9% მიიჩნევს, რომ დასახვეწი და შესაცვლელია საგამოცდო სისტემა, ხოლო 21,1%-ის აზრით, არც არის აუცილებელი, ყველამ მიიღოს სკოლის დამთავრების ატესტატი.

2018 წლის საატესტატო გამოცდების შედეგებით, მინიმალური ზღვარი 11 ათასზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ რაოდენობაში შედიან ის მოსწავლეებიც, რომლებმაც ვერც წინა წელს გადალახეს ზღვარი ერთ ან რამდენიმე საგანში.

საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
მე–12 კლასის საატესტატო გამოცდებზე 11 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა

წელს გამოსაშვები გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდა. ცვლილების მიხედვით, ტესტირების დასრულების შემდეგ მოსწავლე კომპიუტერის ეკრანზე ხედავდა არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

სიახლეს წარმოადგენდა ისიც, რომ თითოეულ საგანში საგამოცდო ტესტების ვარიანტების რაოდენობა გაიზარდა. იმისათვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადაელახა, მოსწავლეს დაახლოებით 15 მარტივი კითხვისთვის უნდა გაეცა სწორი პასუხი.

სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (geCat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია — ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.

ყველა ახალი ამბავი
0