მეტროს გაჩერების გამო თბილისში ავტობუსების დროებითი მარშრუტები დაინიშნა

გამოწერა
მერიის ინფორმაციიით, დამატებით მარშრუტებზე მოძრავი ტრანსპორტი მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის გაჩერების გამო, რაც მეტროს მემანქანეების გაფიცვამ გამოიწვია, თბილისში ორ დროებით მარშრუტზე დამატებითი ტრანსპორტი დაინიშნა, იუწყება თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური.

„ერთი მარშრუტი იმოძრავებს მეტროს სადგურ „ვარკეთილიდან" მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე, ხოლო მეორე — მეტროს სადგურ „ახმეტელიდან" გურამიშვილის გამზირისა და დადიანის ქუჩის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე", — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო
მერია მეტროს მემანქანეებს: ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება

უწყება აგრეთვე აღნიშნავს, რომ დამატებით მარშრუტებზე მოძრავი ტრანსპორტი მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება.

მეტროს მემანქანეები დილიდან გაიფიცნენ. თბილისის მეტროპოლიტენის ყველა სადგური გაჩერებულია. გაფიცულები აქციას გლდანის დეპოს ტერიტორიაზე მართავენ.

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მეტროს მემანქანეების გაფიცვა და თბილისის მოსახლეობის მეტროს გარეშე დატოვება იგივეა, რაც საკუთარი თანამოქალაქეების შანტაჟი. ასევე, მეტროს სადგურების მუშაობის შეჩერების გამო, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ ემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0