07:36 09 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1450
  • 100 RUB4.6319
  • USD3.4324
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა–2018 (806)
41 0 0

ხუთმა ქართველმა ილუსტრატორმა ბერლინის მცხოვრებლებსა და ქალაქის სტუმრებს ქართული საბავშვო ლიტერატურა გააცნეს

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik.  ქართველი ილუსტრატორები საბავშვო წიგნის ფესტივალზე „ბერლინის წიგნების კუნძული“ (Berlin Book Islands)  საპატიო სტუმრის სახით წარდგნენ, იუწყება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი

ელენე ჭიჭინაშვილმა, ანა ჩუბინიძემ, გიო ჯინჭარაძემ, თათია ნადარეიშვილმა და ეკა ტაბლიაშვილმა ბერლინელი პუბლიკის წინაშე ქართული საბავშვო ლიტერატურის მრავალსახეობა წარადგინეს. ფესტივალში მონაწილეობის მიღება საერთაშორისო არენაზე ქართველი ავტორების პოპულარიზაციასა და ურთიერთობების დალაგებას ისახავს მიზნად.

საბავშვო ლიტერატურის ფესტივალი ბერლინში საქველმოქმედო ორგანიზაცია Кulturkind–ის ინიციატივით 2009 წლიდან ტარდება. 

Berlin Book Islands–ის მეათე, საიუბილეო ფესტივალმა სტარტი 25 მაისს აიღო და 8 ივლისამდე გასტანს.

 

თემები:
საქართველო და კულტურა–2018 (806)

მთავარი თემები