„საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს

გამოწერა
შარშან თამარ ედილაშვილი X Factor Georgia-ს ნახევარფინალისტი იყო.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საერთაშორისო სიმღერის კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2018", რომელიც მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

მომღერალი ნეტა ბარზილაი (ისრაელი) - Sputnik საქართველო
„ევროვიზია“ პოპულარობას კარგავს: უმრავლესობისთვის კონკურსი საინტერესო არ არის

ცნობილია ევროვიზია 2018-ის ჩატარების თარიღი>>>

კონკურსის სლოგანია #light Up! („დაანთე ცეცხლი"). „საბავშვო ევროვიზიის" ფინალი „მინსკი არენაზე" გაიმართება.

თამარ ედილაშვილი შარშან ქართული X Factor-ის ნახევარფინალისტი გახდა. მან ფინალში გასვლა ვერ შეძლო და კატეგორია „ბავშვებში" წარმატება მის ძირითად კონკურენტ გრიგოლ ყიფშიძეს დაუთმო. ედილაშვილს გამარჯვებამდე ხმების რამდენიმე პროცენტი დააკლდა.

2017 წელს სწორედ გრიგოლ ყიფშიძე წარადგენდა საქართველოს „საბავშვო ევროვიზიაზე", რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. კონკურსზე პირველი ადგილი რუს კონკურსანტ პოლინა ბოგუშევიჩს ერგო.

საქართველო „საბავშვო ევროვიზიის" გამარჯვებული სამჯერ გახდა — 2008, 2011 და 2016 წლებში.

ყველა ახალი ამბავი
0