21:50 16 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8458
  • 100 RUB3.9292
  • USD2.4478
მომღერალი ნეტა ბარზილაი (ისრაელი)

„ევროვიზია“ პოპულარობას კარგავს: უმრავლესობისთვის კონკურსი საინტერესო არ არის

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ევროვიზია 2018 (20)
62 0 0

გამოკითხვაში მონაწილეებმა პასუხი გასცეს კითხვას – „აპირებთ თუ არა „ევროვიზია–2018“-ის ყურებას?"

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. „Sputnik-საქართველოს" მკითხველთა უმრავლესობისთვის საერთაშორისო სიმღერის კონკურსი „ევროვიზია-2018" მნიშვნელოვანი არ იყო და, შესაბამისად, არ უნახავს.

გამოკითხვაში მონაწილეთა 47,6%-მა უპასუხა, რომ არ აპირებდა კონკურსის ნახვას, რადგან მას უსამართლო კონკურსად მიიჩნევს.

„ევროვიზიის" კონკურსს დიდი ინტერესით ელოდებოდა გამოკითხულთა 28,6%, ხოლო მისთვის თვალის მიდევნებას — 23,8%.

მუსიკა იმარჯვებს თუ პოლიტიკა: საქართველოს წარუმატებლობის მიზეზი ევროვიზია 2018-ზე >>

წელს „ევროვიზია-2018" პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში პირველად ჩატარდა. კონკურსის ფინალი 12 მაისს გაიმართა. „ევროვიზია-2018"-ის გამარჯვებული ისრაელის მონაწილე ნეტა ბარზელაი გახდა, რომელმაც 529 ქულა დააგროვა.
წელს „ევროვიზიაში" მონაწილეობდა 43 ქვეყნის კონკურსანტი, მათგან ფინალში 26 გავიდა. კონკურსზე საქართველოს ეთნო-ჯგუფი „ირიაო" წარადგენდა, რომელმაც ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.
თემები:
ევროვიზია 2018 (20)

მთავარი თემები